ჩვენ შესახებ
    მოგესალმებათ ტურისტული კომპანია "Like Georgia". ჩვენ წარმოვადგენთ ნომერი 1 ტურ–სააგენტოს, “Turi.ge”–ს  შვილობილ კომპანიას საქართველოში. ტურ–ოპერატორი “Turi.ge” შეიქმნა 2010 წელს. პროფესიონალური მენეჯმენტის და მოსახერხებელი ონლაინ პრონირების სისტემის გამო, “Turi.ge” წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად სისტემას ონლაინ–ბრონირების სფეროში; ამასთანავე, არამარტო საქართველოში, არამეთ მთელ კავკასიის რეგიონში (ჩვენ დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობები 600 ტურისტულ სააგენტოსთან). 2011 წლის მაისიდან, “Turi.ge” გახდა “Hotels Pro”-ს გენერალური წარმომადგენელი საქართველოში. დაწყებული 2010 წლიდან “Turi.ge” უზრუნველყოფს ჩარტერულ პროგრამებს ეგვიპტეში, თურქეთში და საბერძნეთში ყოველწლიურად. 2014 წელს “Turi.ge”–მ გადაწყვიტა შეექმნა ახალი, შვილობილი კომპანია, ტურისტების მისაღებად საქართველოში. კომპანია “Like Georgia” ორიენტირებულია მომსახურების უმაღლეს ხარისხზე და ადექვატურ ფასებზე, მაგრამ, უპირველესყოვლისა ტურების მრავალფეროვნებაზე. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფაქტობრივად ნებისმიერი ტურისტული აქტივობის სახეობა – ექსტრემალური, კლასიკური, სამოგზაურო, ეთნოგრაფიული, კულინარული, საღვინო, საველოსიპედო, სამლოცველო, კულტურული, ჰაიკინგი, კემპინგი, ბუნებაზე დაკვირვება და ა.შ. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, უამრავი ტურისტული დანიშნულებით, თითქმის ნებისმიერი სახეობის ლანდშაფტით – დაწყებული საზღვაო კურორტებით და სუბტროპიკული ტყეებით, დამთავრებული მაღალი კავკასიონის მწვერვალებით და უდაბნოებით; ათასობით შუასაუკუნოვანი არქიტექტურული ძეგლები განლაგებულნი არიან ბუნების ულამაზეს კუთხეებში; ხელუხლებელი, დაცული ველური ბუნება; საინტერესო ისტორია, დღემდე უძველესი ცოცხალი ტრადიციებით. ასევე წარმოდგენილი როგორც მეღვინეობის სამშობლო, აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ღვინის უნიკალური სახეობები და ტექნოლოგიები, რომლებითაც ისინი იქმდებიან და აღიარებულნი არიან UNESCO-ს მიერ. საბოლოო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი და უგემრიელესი ნაციონალური სამზარეულო.
დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza