ჯვრის მონასტერი
მონასტერი
მცხეთის ჯვრის მონასტერი ქალაქ მცხეთის მოპირდაპირე მთაზე – მდინარე არაგვის გაღმა დგას. ჯვრის მონასტერს ქართული კულტურის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ქართულ წერილობით წყაროთა ცნობით IV საუკუნეში წმ. ნინომ (ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდანი) ამ ადგილას, მთაზე ხის სასწაულმოქმედი ჯვარი აღმართა. ხის ჯვარი დიდი ხნის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იდგა. VII საუკუნის დასაწყისში, კი ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ I-მახის ჯვრის გარშემო უზადო პროპორციების მქონე მცხეთის ჯვრის გუმბათიანი (ოთხაფსიდიანი) ტაძარი ააგო. მონასტერმა და საეკლესიო ნაგებობებმა საუკუნეთა განმავლობაში მრავალრიცხოვან შემოსევებსა და ნგრევას გაუძლო. დღეს დაუზიანებლად შემორჩა ტაძრის ძირითადი სტრუქტურა და მისი საფასადო რელიეფური გამოსახულებანი. მათგან აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილი ტაძრის მაშენებელთა რელიეფური გამოსახულებანი. მონასტრის გადასახედიდან ხელისგულივით იშლება ქალაქი მცხეთა და მოჩანსორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შესართავი.

ფოტოები
დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza