ქალაქი სიღნაღი
ციხე–ქალაქი
ქალაქი სიღნაღი კახეთის რაიონში თბილსიდან 115კმ მდებარეობს. ,,სიღნაღი“ თურქული სიტყვაა და ნიშნავს ,,თავშესაფარს“, ,,სახაზინოს“. სიღნაღს ეს სახელწოდება უნდა შერქმეოდა მას შემდეგ, რაც აქ დიდი თავშესაფარი, გალავანი აიგო მეფე ერეკლე II-ის ( 1762 – 1798 ) ბრძანებით.საქართველოს ძველი ქალაქებისგან განსხვავებით სიღნაღი გაშენებულია მაღალბორცვიან ადგილას, მოკლებულია მდინარის ნაპირს, შიდა ციხებსა და მეფეთა, თუ სხვა წარჩინებულ პირთა სასახლეებს, რადგან სიღნაღი თავიდანვე ჩამოყალიბდა როგორც ვაჭარ-ხელოსანთა ქალაქი და XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში სიღნაღი ქართლ-კახეთისმნიშვნელოვან სახელოსნო და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ამ პატარა ქალაქში დუქნების ვრცელი მწკრივი არსებობდადა მნიშვნელოვანი საქარავნო გზა გადიოდა. ქალაქის მთავარი განმსაზღვრელიგალავანია, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეორმოც ჰექტარზეაგადაჭიმული, (მისიგეგმა დღეს ინახება მოსკოვის ცენტრალურ სამხედრო-ისტორიულ არქივში) რომლის მსგავსი საქართველოს არცერთ ძველ ქალაქში არ გვხვდება. სიღნაღის ციხე-გალავანმა შეიძლება მოგვაგონოს ჩინეთის დიდი კედელი, ქალაქის მიდამოებიდან ულამაზესი ხედი იშლება: ალაზნის ვრცელი ველი და კავკასიონის დათოვლილი ქედები. ქალაქისიღნაღის ურბანული განაშენიანება, კოხტა სახლებით, მოკირწლული ვიწრო ქუჩებით, ევროპული სტილის არქიტექტურით და დიდი ციხე-გალავანით მნახველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ფოტოები
დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza