ახალი შუამთა (XVI ს.)
არქიტექტურული ძეგლები, ეკლესია, მონასტერი
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავთან 10 კილომეტრში, ცივგომბორის მთის კალთაზე მდებარეობს. მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში კახთა მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლის თინათინ გურიელის მიერ, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ლეგენდის მიხედვით, თინათინს ხშირად ესიზმრებოდა თეთრებში შემოსილი მოხუცი რომელიც ერთ მინდორზე მიუთითებდა. როდესაც თინათინი ლევან მეფესთან შესაუღლებლად გამოემგზავრა კახეთში, ამალასთან ერთად, ძველი შუამთის მახლობლად ღამის გათევა მოუწია. დილით ნახა რომ ზუსტად მინდორზე დაბანაკებულან, რომელიც ასე ხშირად ესიზმრებოდა. თინათინმა პირობა დასდო რომ საკუთარი ხარჯებით აქ ის მონასტერს ააგებდა და როგორც კი კახეთის დედოფალი გახდა, მაშნათვე შეუდგა ახალი შუამთის შენებას. შემდეგ დედოფალი მონაზვნად აღიკვეცა და იგი ახალი შუამთის მონასტერში დაკრძალეს. მონასტრის ყველა ძველი ნაგებობა XVI საუკუნეშია აგებული. მთავარი, გუმბათიანი ტაძარი აგურითაა ნაგები და გარედან მცირედ არის მორთული. პროპორციულად ეკლესია მაღალი და ვიწრო ნაგეობობაა რაც თავისებურ ეფექტს ახდენს მნახველზე. ინტერიერში თავდაპირველი მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ ზოგიერთი კომპოზიცია მთლიანად განირჩევა, მათ შორის მეფე ლევანი, დედოფალი თინათინი და უფლისწული ალექსანდრე. ასევე აღსანიშნავია მოხატულობაში გამოყენებული ექსპრესიულ ფერთა სიმრავლე. მონასტერი დღეს მოქმედია.

ფოტოები
დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza