1 დღე
32 ლარიდან (13.01 USD-დან)
ექსკურსია კახეთში
კულტურულ–საგანმანათლებლო, ექსკურსია, არქიტექტურა, მუზეუმები
ექსკურსიის განმავლობაში მოვინახულებთ კახეთის რეგიონის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტებს: ძველი და ახალი შუამთის მონასტრები, წინანდლის მუზეუმი, იყალთოს მონასტერი და ალავერდის საკათედრო ტაძარი. ყველგან ტრანსპორტი მიდის ბოლომდე. შესვლა უფასოა. პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:45 - 09:00
გამგზავრება თბილისდან
10:30 - 11:30
ვათვალიერებთ ორ მონასტერს, რომლებიც ულამაზეს ტყეშია განლაგებული: ძველი (V-VII სს.) და ახალი (XVI ს.) შუამთა
12:00 - 13:30
ჭავჭავაძეების სახლ–მუზეუმის და პარკის დათვალიერება წინანდალში. სახლ–მუზეუმის ნახვის შემდეგ გავისეირნებთ ბაღში, რომელიც ევროპელმა მებაღეებმა შექმნეს XIX საუკუნეში.
14:00 - 14:45
ვათვალიერებთ იყალთოს მონასტერსა და აკადემიას (VI-XIII სს.). მონასტერი ერთ–ერთმა ასურელმა მამამ წმ. ზენონმა VI საუკუნეში დააფუძნა. ძირითადი ტაძრის გარდა, აქ კიდევ მრავალი შენობის ნანგრევია, მათ შორის აკადემიის, სადაც გადმოცემით შოთა რუსთაველი სწავლობდა
15:00 - 16:30
სადილობის დრო. შესაძლოა პიკნიკის მოწყობა ბუნებაში.
17:00 - 18:00
საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი საკათედრო ტაძრის, ალავერდის (XI ს.), დათვალიერება. ალავერდი ქართული ხუროთმოძღვრების უმაღლეს მწვერვალებს მიეკუთვნება. აქ მონასტერი ერთ–ერთმა ასურელმა მამამ, წმ. იოსებმა VI საუკუნეში დააარსა.
18:00 - 20:00
დაბრუნება თბილისში
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
მუზეუმის ბილეთები
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza