1 დღე
48 ლარიდან (19.51 USD-დან)
ჯიპ–ექსკურსია კახეთში
კულტურულ–საგანმანათლებლო, ჯიპ ტური, სათავგადასავლო, ლაშქრობა (იოლი), არქიტექტურა
ჯიპ–ტურის განმავლობაში მოვინახულებთ კახეთის რეგიონიში, გომბორის ქედზე განლაგებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს: ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი (VII ს.), ზეგაანის სამონასტრო კომპლექსს (V-IX სს.) და ჭერემის ციხე–ქალაქს (V-XVIII სს.). პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:45 - 09:00
გასვლა თბილისიდან
09:45 - 10:15
ვათვალიერებთ ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის (VI ს.) ნანგრევებს. ქართულ ხუროთმოძღვრებაში იგი ერთ–ერთი უძველესია გუმბათოვან ტაძართა შორის და მცხეთის ჯვრის ტაძრის უშუალო არქიტექტურულ წინამორბედს წარმოადგენს. ნინოწმინდა ნანგრევების სახითაც კი შთამბეჭდავია.
11:30 - 13:00
ვათვალიერებთ ზეგაანის სამონასტრო კომპლექსს (V-IX სს.). აქ ქართული ხუროთმოძღვრების ორი მნიშვნელოვანი ნაგებობაა შემორჩენილი – წმ. მარინეს მცირე ზომის ტაძარი (სავარაუდოდ V ს.; მოხატული XVI საუკუნეში) და VI-VII საუკუნეების დიდი ზომის სამეკლესიანი ბაზილიკა. ზეგაანი უღრან ტყეში ლამაზად არის განალაგებული.
13:00 - 14:00
გავემგზავრებით ჭერემისკენ. მანძილი არ არემატება 20 კილომეტრს, მაგრამ იმის გამორ რომ ცუდ მდგომარეობაშია, ერთ საატამდე დრო დაგვჭირდება სამგზავროდ.
14:00 - 15:30
სადილობის დრო. შესაძლოა პიკნიკის მოწყობა ბუნებაში.
15:30 - 17:00
ვათვალიერებთ ჭერემის ციხე ქალაქს, რომელიც V საუკუენში ვახტანგ გორგასალმა ააგო. ამ დროიდან შემორჩენილია ციხე–ქალაქის ნანგრევები რომლებიც ბვრჯერ დაზიანდა და აღდგა, აგრეთვე V საუკუნის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის ნანგრევები. ჭერემის საეპისკოპოსო ერთ–ერთი უძველესია საქართველოს ისტორიაში.
17:00 - 19:15
დაბრუნება თბილისში.
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza