1 დღე
26 ლარიდან (10.57 USD-დან)
ექსკურსია მცხეთა-ყაზბეგი-სტეფანწმინდა
სათავგადასავლო, კულტურულ–საგანმანათლებლო, ექსკურსია, ლაშქრობა (საშუალო სირთულის), ეროვნული სამზარეულო, არქიტექტურა
ექსკურსიის განმავლობაში მოვინახულებთ მცხეთა–მთიანეთის მხარეში მდებარე ისტორიული ხევის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტებს: ანანურის ციხის კომპლექსი (XVI-XVIII სს.), გერგეტის სამების ტაძარი (XIV ს.) და ლარსის მტავარანგელოზთა მონასტერი (XXI ს.). გერგეტის სამების დასათვალიერებლად საჭირო იქნება საშუალო სირთულოს ლაშქრობა: ერთი მიმართულებით გასავლელი მანძილი 5 კილომეტრი, სხვაობა ვერტიკალში 500 მეტრი. პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.


ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:45 - 09:00
გამგაზვრება თბილისიდან.
10:00 - 10:45
ვათვალიერებთ ანანურის ციხის კომპლექს (XVI-XVIII სს.) რომლიდანაც იშლება ლამაზი პანორამა ჟინვალის წყალსაცავზე. ანანური საუკუნეების განმავლობაში არაგვის ერისთავების სტრატეგიულ ციხე–სიმაგრეს და მოგვიანებით რეზიდენციას წარმოადგნედა. აქ გარდა სხვა საინტერესო ძეგლებისა შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ტაძარი – ღმრთისმშობლის ეკლესია (1689 წ.)
11:45 - 12:00
პანორამული ხედისთვის ვჩერდებით 15 წუთით ჯვრის უღელტეხილამდე.
12:00 - 13:00
ჯვრის უღელტეხილის (2379 მ.) გავლით ჩავდივართ დაბა სტეფანწმინდაში (ყოფილი ყაზბეგი).
13:00 - 16:00
ავდივართ გერგეტის სამებაზე. სამების ეკლესია (XIV ს.) უმნიშვნელოვანესი კულტურულ–რელიგიური ცენტრია მთელს ხევში. აქ წმ. ნინოს ჯვარიც კი ინახებოდა. ეკლესიიდან იშლება ულამაზესი ხედი მყინვარწვერზე, სტეფანწმინდაზე და ყუროს ქედზე. ფეხით 5 კილომეტრია გასავლელი (500 მეტრამდე ვერტიკალში). სურვილისამებრ შეიძლება დამატებით მანქანის ქირაობა (6–7 კაციანი დელიკის ფასი 60 ლარი).
16:00 - 17:00
სადილობის დრო. შესაძლოა პიკნიკის მოწყობა ბუნებაში.
17:00 - 18:00
სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II - ის გადაწყვეტილებით საქართველოს რამდენიმე სასაზღვრო წერტილებში დაიწყო მონასტრების აგება, ერთ–ერთი მათგანი სწორედ ლარსის მონასტერია. იგი დღესაც შენდება, დასრულებულია მთავარი ტაძარი და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა.
18:00 - 20:30
დაბრუნება თბილისში.
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza