1 დღე
50 ლარიდან (20.33 USD-დან)
ექსკურსია შიდა ქართლში
კულტურულ–საგანმანათლებლო, ექსკურსია, არქეოლოგია, არქიტექტურა, მუზეუმები
ექსკურსიის განმავლობაში მოვინახულებთ შიდაქართლის რეგიონის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტებს: იოსებ სტალინის მუზეუმი გორში, უპლისციხის გამოქვაბული ციხე–ქალაქი და ატენის სიონის ტაძარი. ყველგან ტრანსპორტი მიდის ბოლომდე. პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:45 - 09:00
გამგზავრება თბილისიდან.
10:00 - 11:00
ვათვალიერებთ იოსებ სტალინის მუზეუმს გორში. მუზეუმის მშენებლობა ჯერ კიდევ სტალინის ცხოვრებაში დაიწყო, შემდეგ წლებში აქ მრავალი ექსპონატი მოგროვდა. დღეს ძირითადად წარმოდგენილია მისი ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალა, აგრეთვე პირადი ნივთები და მრავალი საჩუქარი რომელსაც მას ჩუქნიდნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად ყოფნისას. ეზოში დგას სატლინის სახლი სადაც იგი დაიბადა, აგრეთვე დაჯავშნული ვაგონი რომლითაც გადაადგილდებოდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
11:30 - 13:30
ვათვალიერებთ უპლისციხის გამოვაბულ ციხე–ქალაქს (ქვის ხანა – XVIII ს.). უფლისციხე უძველესია შემოჩენილ ციხე–ქალაქებს შორის საქართველოში. ის ჯერ კიდევ ქვის ხანის დროიდან არსებობს, მაგრამ ძირითადად შემორჩენილი ნაწილები ანტიკური, ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეებიდანაა. უფლისციხე ნანგრევებშიც კი შთამბეჭდავია. აგრეთვე ვნახავთ მუზეუმსაც.
14:00 - 15:30
სადილობის დრო. შესაძლოა პიკნიკის მოწყობა ბუნებაში.
16:00 - 17:00
ვათვალიერებთ ატენის სიონის ტაძარს (VII ს.). ატენი მცხეთის ჯვრის ასლს წარმოადგენს და მასზე ოდნავ მოგვიანებითაა აგებული. მდებარეობს ულამაზეს ტანას ხეობაში. ტაძარი ბევრი რამით არის მიშვნელოვანი, განსაკუთრებით XI საუკუნის ფრესკებით და მრავალი ისტორიული წარწერით რომლებიც ფასადებზეა ამოტვიფრული.
17:00 - 18:30
დაბრუნება თბილისში.
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
მუზეუმის ბილეთები
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza