15 დღე
? ლარიდან (0 USD-დან)
თავგადასავალი საქართველოში
კულტურულ–საგანმანათლებლო, სათავგადასავლო, კულტურულ–საგანმანათლებლო, ექსკურსია, ეკო ტურები
ამ ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ საქართველოსარაერთ ლამაზ ნაწილს. თქვენ ნახავთ არქიტექტურულ და ბუნების ძეგლებს; ავალთ კავკასიონის მაღალ და თვალწარმტაც მთებში; დააგემოვნებთ გემრიელ ქართულ კერძებს და რა თქმა უნდა მსოფლიოში განთქმულ ღვინოებს, რამდენიმე ღვინის კომპანიაში. ერთი დღე დაეთმობა საქართველოს დედაქალაქს- თბილისს. სურვილის მიხედვით, ჯგუფის ზოგიერთი წევრს შეუძლია ესტუმროს მუზეუმებს თბილისში და ასევე გქონდეთ მოკლე ქალაქის ტური. მთელი ამ დღეების განმავლობაში, პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და განახებთ უამრავ საინტერესო რამეს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
დღე 1 -
დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში, პატარა ქალაქ ბორჯომში, რომელიც არის მცირე კავკასიონის ულამაზესი კურორტი.
სასტუმრო: დეტალები
დღე 2 -
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავისეირნებთ ბორჯომის პარკში. შემდეგ გავემგზავრებით უზარმაზარ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო ქალაქ ვარძიაში (XII-XIIIსს), რომელიც მოიცავს 13 სართულს და 600-ზე მეტ გამოქვაბულს. ვარძიის შემდეგ, სადილისთვის გავჩერდებით ქალაქ ახალციხეში, შემდეგ კი ვესტუმრებით ახლად აღდგენილ შუა საუკუნეების ახალციხის ციხე-სიმაგრეს, ე.წ. რაბათის ციხეს და მასში განთავსებულ ლამაზ მუზეუმს. დაახლობით საღამოს 7 საათისთვის დავბრუნდებით ბორჯობში, სასტუმროში, საღამოს გექნებათ თავისუფალი დრო.
სასტუმრო: Hotel ,,Lomsia" დეტალები
დღე 3 -
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით საქართველოს ძველ დედაქალაქ ქუთასში. გზად გავჩერდებით უბისას მონასტერში (IX ს.), რომელიც ცნობილია ბიზანტიის პალაილოგოსის სამეფო დინასტიის ეპოქის დროინდელი ფრესკებით. ქუთაისთან ახლოს ვნახავთ მთელ კავკასიის რეგიონში ერთ–ერთ ყველაზე ულამაზეს მღვიმეს ე.წ პრომეთეს მღვიმეს, (დაახლოებით 2 კმ სიგრძის და ლამაზად განათებული). შემდეგ ვისადილებთ რესტორანში. სადილის შემდეგ ვესტუმრებით საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონასტერს-თავისი არქიტექტურით, ფრესკებით, მოზაიკით და ბევრი შუა საუკუნეების არტეფაქტებით ცნობილ გელათის მონასტერს( XIIს.), სადაც ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ინახებოდა. გელათი ასევე შეყვანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის მივალთ სასტუმროში ქუთაისში. საღამოს გექნებათ თავისუფალი დრო.
სასტუმრო: დეტალები
დღე 4 -
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემართებით ქალაქ ბათუმში. ბათუმი საქართველოში შავი ზღვის სანაპიროს მთავარი ქალაქია. ქალაქის არქიტექტურა წარმოადგენს XIX საუკუნის და თანამედროვე არქიტექტურის ლამაზ კომბინაციას. აქ არის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა; ქალაქი გარშემორტყმულია მაღალი მთებით. ამ დღეს ვესტუმრებით ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და გონიოს ციხეს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაარსდა გვიან XIX საუკუნეში, მაშინ, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ის იყო რუსეთის იმპერიის ყველაზე დიდი და საუკეთესო ბაღი. შემდეგ გონიოს ციხისკენ გავემართებით რომელსაც გრძელი ისტორია (სუ მცირე ანტიკური ხანდან) აქვს და ბერძნული და ქართული წყაროების მიხედვით, აქ დაკრძალულია ერთ-ერთი მოციქული-მათე. დღის განმავლობაში გვექნება სადილი და საღამოს-თავისუფალი დრო.
სასტუმრო: სასტუმრო ,,პრესტიჟი" დეტალები
დღე 5 -
თავისუფალი დღე ბათუმში. შეგძლიათ გახვიდეთ პლიაჟზე ან საყიდლებზე, ან უბრალოდ გაისეირნოთ ამ ლამაზ ქალაქში.
სასტუმრო: N/A
დღე 6 -
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით სვანეთის რეგიონალურ ცენტრ მესტიისკენ. დაახლოებით დღის 2 საათისთვის ჩავალთ და დავბინავდებით. ვისადილებთ და ცოტას დავისვენებთ. დასვენების შემდეგ ვესტუმრებით ეთნოგრაფიულ მუზეუმს მესტიაში, სადაც ძველი სტილის სვანეთის (XVII-XIX სს.)სახლი უცვლელად არის შემონახული. შემდეგ ვნახავთ წმ. გიორგის ეკლესიას (IX-XIსს.) - აქ ჯერ კიდევ უცვლელადაა შემორჩენილი მომხიბლავი კედლის მხატვრობა, ჯერ კიდევ ბიზანტიური ხანიდან შემორჩენილი.
სასტუმრო: დეტალები
დღე 7 -
სასტუმროში საუზმის შემდეგ დროს დავუთმობთ მესტიაში ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებას, ესენია: ჭალაადის მყინვარი, ქორულდის ტბები, მესტიის მუზეუმი და ლენჯერის ეკლესიები. თქვენ გაგაოცებთ საუცხოო მთები და ლამაზი ტბები. ასევე ავალთ მდინარე ჭალაადის სათავესთან, რომელიც მოედინება უზარმაზარი მყინვარიდან. ტბებთან ახლოს ვისადილებთ ლამაზ ბუნებაში. ბუნების ძეგლების შემდეგ ვნახავთ არქიტექტურულ ძეგლებს - ლენჯერის ტაძრებს (IX-XIIIსს). არავინ მოელს ისეთ პატარა და მოკრძალებულ ტაძრებში, როგორიც ლენჯერშია ასეთი ლამაზი ფრესკების ნახვას. რადგანაც სვანეთი არასოდეს დაუპყრიათ, ეს ფრესკები თითქმის არ არის გაფუჭებული. საღამოს დავბრუნდებით სასტუმრო სახლში, ვივახშმებთ, და დავისვენებთ.
სასტუმრო: დეტალები
დღე 8 -
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით უშგულში. კოშკების უნიკალური არქიტეტურისა და ურბანული დაგეგმარების, და შუა საუკუნეების დროინდელი ორიგინალი შენობების გამო, უშგული UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს სოფელი მდებარეობს მაღალ მთებში (2100-2300მმ.) და მიიჩნევა ევროპაში უმაღლეს მუდმივად დასახლებულ დასახლებად. ის ასევე გარშრემორტყმულია კავკასიონის უმაღლესი , 5000 მეტრზე მაღალი მწვერვალებით. გზად უშგულისკენ, მოვინახულებთ სამ ეკლესიას რომელშიც დაცულია შუა საუკუნეების ოქროს და ვერცხლის ნამუშევრების უდიდესი კოლექცია, მაგრამ ფრესკების უმეტესი ნაწილი ეკუთვნის XI-XII საუკუნეების მიჯნას დავით მეოთხე აღმაშენებლის მეფობის პერიოდს. ფრესკები მოუხატავს სამეფო კარის მხატვარს, თევდორეს ეს ეკლესიებია: იფარი, ნაყიფარი და კალა (ლაგურკა). შუა დღეს ვისადილებთ. საღამოს დავბრუნდებით მესტიაში, სასტუმრო სახლში.
სასტუმრო: დეტალები
დღე 9 -
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში. ამ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავჩერდებით: სასადილოდ ან უბრალოდ დასასვენებლად, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის და უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქის (ძვ.წ. მე-2 ათასწლეული - ჩვ.წ. XVIIIს. ) მოსანახულებლად. საღამოს დავბრუნდებით თბილისში, დავბინავდებთ და ვივახშმებთ.
სასტუმრო: დეტალები
დღე 10 -
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ხევში, საქართველოს მთიან რეგიონში, ქალაქ სტეფანწმინდაში (ზღ.დ. 1700მ), რომელიც მდებარეობს კაკასიონის მთების მაღალ, ულამაზეს ქედზე. მას გარს აკრავს რამდენიმე უმაღლესი მწვერვალი. გზად გავჩერდებით სოფელ ანანურთან ახლოს, სადაც მდებარეობს იგივე სახელის ციხე-სიმაგრე, ეკლესიებით. ანანურის კომპლექსი (XVI-XVIIსს) შუა საუკუნეების არქიტექტურის ერთ-ერთი ბოლო შედევრია. სასტუმროში განთავსება. შემდეგ მოვინახულებთ გერგეტის სამებას ეკლესია-მონასტერს, რომელიც ზღ.დ 2000 მეტრზე მდებარეობს და გადმოჰყურებს სტეფანწმინდას. ადამიანი ძნელად თუ წარმოიდგენს უფრო ლამაზ და ძლიერ ადგილს, რომელიც ხაზს უსვამს რელიგიურ ასკეტიზმს და რწმენას. გერგეტის სამება არის შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების დიდებული ნიმუში. გარდა ამისა, საუკუნეების მანძილზე ის იყო ადგილი, სადაც იცავდნენ წმინდა ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს - წმინდანინოს ჯვარს. დაახლოებით 19:00 საათზე დავბუნდებით სტეფანწმინდაში, სასტუმროში და საღამოს გვექნება თავისუფალი დრო.
სასტუმრო: სასტუმრო სახლი ,,თერგი" დეტალები
დღე 11 -
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით მცხეთაში, უძველესი ქართული სახელმწიფოს, იბერიის დედაქალაქში, რომელიც დღეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დედა ქალაქი. ვისადილებთ რესტორანში, მცხეთაში, შემდეგ კი მოვინახულებთ შემდეგ ღისრშესანიშნაობებს: სვეტიცხოვლის ტაძარს (1029წ.) სამთავროს დედათა მონასტერს (IV-XIსს.) და ჯვრის მონასტერს (VIIს.). ესენი არის არა მხოლოდ ქართული ხელოვნების უმშვენიერესი წარმომადგენლები, არამედ უწმინდესი ადგილები მთელს ქვეყანაში. თითოეული მათგანი შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დაახლოებით 19:00 საათზე ჩამოვალთ თბილისში, სასტუმროში. საღამოს - თავისუფალი დრო.
სასტუმრო: დეტალები
დღე 12 -
ამ დღეს გავემგზავრებით პატარა ქალაქ სიღნაღში, რომელიც მდებარეობს კახეთის მხარეში. კახეთი მთელ მსოფლიოში, ცნობილია როგორც ღვინის წარმოების სამშობლო. თვითონ სიღნაღიც არის იშვიათი მაგალითი, XVIII საუკუნს სულად დაცული ციხე-ქალაქისა, ლამაზად მდებარე მაღალ მთაზე, საიდანაც ალაზნის ველს და კავკასიონის თავარ ქედა გაჰყურებს. სიღნაღამდე ვნახავთ ნინოწმინდის მონასტერს (VI საუკუნე ) და გარეჯის კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს (VI-XVI). გარეჯში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქრთული ფრესკების საუკეთესო ნიმუშები და თვითონ ადგილიც ლამაზია - ნახევარ-უდაბნოს შუაგუულში თქვენ აღმოაჩენთ გამოქვაბულ ქალაქს, მონასტრებით და თვალწარმტაცი ხედებით. სიღნაღის შემდეგ ვეწვევით მილდიანის ღვინის ქარხანას, სადაც დააგემოვნებთ რამდენიმე სახეობის მშვენიერ ღვინოს. სადილის შემდეგ დავბრუნდებით ყვარელში, დავბინავდებით სასტუმროში და დავისვენებთ.
სასტუმრო: სასტუმრო ,,სიღნაღი" დეტალები
დღე 13 -
ამ დღეს ვბრუნდებით თბილისში. თუმცა გზა მშვენიერია და გავჩერდებით რამდენჯერმე ძალიან საინტერეოს ადგილის სანახავად, ესენია: ნეკრესის მონასტერი, ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ რომ აქ მეოთხე საუკუნიდან შემორჩენილი ერთადერთი ეკლესიაა შემორჩენილი. გრემის ციხესიმაგრე (XVI ს) და დიდებული ალავერდის ტაძარი( XIს), რაღაცნაირად განსხვავებული სახე სრულიად ქართულ ხელოვნებაში, რასაც კახურ არქიტექტურას უწოდებენ. დაახლოებით 19:00 საათზე ჩავალთ თბილისში, სასტუმროში. საღამოს -თავისუფალი დრო.
სასტუმრო: დეტალები
დღე 14 -
თავისუფალი დღე თბილისში. შეგიძლიათ ეს დღე გაატაროთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ნახევარ დღიან ქალაქის ტურს მუზეუმებით. მასში მონაწილეობა არჩევითია. ჩვენ ასევე მოგცემთ რჩევებს თქვენთვის ყველა საინტერესო საკითხზე: საყიდლები, ღირსშესანიშნაობები, სუვენირები, რესტორნები და ა.შ.
სასტუმრო: დეტალები
დღე 15 -
გამგზავრეის დღე. საუზმის შემდეგ ტრანსფერი აეროპორტში.
სასტუმრო: N/A
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
მუზეუმის ბილეთები
ტრანსპორტირება
ღამისთევა სასტუმროში

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza