2 დღე
55 ლარიდან (22.36 USD-დან)
ბირთვისი და ალგეთის ნაკრძალი
ლაშქრობა (იოლი)
ტურის განმავლობაში მოვინახულებთ მანგლისის და ალგეთის კულტურულ და ბუნებრივ ძეგლებს. ვნახავთ შესანიშნავ ბუნებას და ულამაზეს ხედებს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
დღე 1 -
სასტუმრო: N/A
08:00 - 00:00
გასვლა თბილისიდან
09:15 - 10:00
მანგლისის სიონის დათვალიერება. მანგლისის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი პირველთაგანია საქართველოში აშენებულ ეკლესიბს შორის – აიგო საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის (IV ს.) ბრძანებით. თავის დროზე აქ დიდი ქრისტიანული სიწმინდეები ინახებოდა (მაცხოვრის ჯვრის ფიცარი, სამსჭვალეები), რომლის სათაყვანებლად სომხეთიდან და ალბანეთიდანაც კი მოდიოდნენ. დღევანდელი ეკლესია, X საუკუნის გუმბათიანი ტაძარი, შეიცავს მოგვიანო, VI საუკუნის, შენობის ნაშთებს. სულ ძველი ნაგებობა არ შემოგვრჩა.
11:00 - 14:00
მანქანით მივალთ სოფელ ჩოლმანამდე, საიდანაც 2 კილომეტრის მანძილზე (ფეხით გასავლელი), მთის წვერზე მდებარეობს კლდეკარის ციხესიმაგრის დიდებული ნანგრევები. აქ ციხესიმაგრეც რომ არ იდგეს, მაინც შთამბეჭდავი იქნებოდა ეს დგილი – გადაჰყურებს ქვემო და შიდა ქართლს, კარგ ამინდში კავკასიონიც მოჩანს და რათქმაუნდა ხელის გულზე ჩანს ალგეთის უღრანი ტყეები. აქვე შუადღისას წავიხემსებთ.
14:00 - 19:00
ფეხით გავივლით ალგეთის ნაკრძალის ულამაზეს ადგილებს, ხეობები ჩანჩქერები, უღრანი ტყე და ა.შ. აქაური ფლორა და ფაუნა უნიკალურია კავკასიის და მსოფლიოს მასშტაბით. თუ გაგვიმართლა შეიძლება ვნახოთ შველი. მანქანა დაგველოდება ალგეთი ნაკრძალის შესასვლელთა, მანგლისის მხრიდან. ჩვენ დავბანაკდებით სურვილისამებრ კარვებში ან ნაკრძალის კოტეჯებში
19:00 - 20:00
ვახშამი.
20:00 - 00:00
თავისუფალი დრო
დღე 2 -
სასტუმრო: N/A
08:00 - 09:00
საუზმე
09:00 - 10:00
მანქანით გავეშურებით ბირთვისის კანიონისკენ.
10:00 - 18:00
რამდენადაც ბირთვისი მრავალფეროვანი და საინტერესოა, მთელი დღეც კი ძლივს კმარა მის დასათვალიერებლად. აქ ციხის ნანგრევების გარდა ულამაზესი მცირე კანიონებია, რომელთაც საქართველოს შემცირებულ მოდელსაც კი უწოდებენ. ფეხით სასიარულო იქნება 10 კილომეტრი ორივე მიმართულებით ერთად. სირთულე უმეტესად მარტივი, მცირე მონაკვეთებზე (ციხე–სიმაგრეზე ასვლისას, კანიონების დათვალიერებისას) საშუალო სირთულის. შუადღისად წავიხემსებთ ბუნებაში, ციხესიმაგრესთან.
21:00 - 00:00
დაბრუნება თბილისში
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
ტრანსპორტირება
ღამისთევა სასტუმროში

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza