2 დღე
53 ლარიდან (21.54 USD-დან)
ორდღიანი ტური სამცხე–ჯავახეთში
კულტურულ–საგანმანათლებლო, ლაშქრობა (იოლი), ისტორიული ადგილები, არქიტექტურა
ექსკურსიის განმავლობაში მოვინახულებთ სამცხე–ჯავახეთის მხარის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტებს: ყველგან ტრანსპორტი მიდის ბოლომდე. . პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.


ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
დღე 1 - ვარძია, ჯავახეთის ტბები
სასტუმრო: N/A
08:45 - 09:00
თბილისიდან გამგზავრება
10:00 - 10:30
ვათვალიერებთ მანგლისის საკათედრო ტაძარს (V-XI სს). მანგლისის სიონი ერთ–ერთი უძველესი ეკლესია და კათედრალია საქართველოში. საქართველოს ისტორიაში მრავალი მნიშვნელოვანი ეპიზოდია ამ ტაძართან დაკავშირებული. ტაძარი ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია.
11:45 - 12:00
გავჩერდებით საქართვეოს უდიდესი ტბის, ფარავნის, პირას. ყველაზე დიდი ტბები საქართველოში ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 2000 მეტრზე, მდებარეობენ. ტბის ნაპირებიდან იშლება შესანიშნაი ხედი სამხრეთ საქართველოს უმაღლეს, სამსარის, ქედზე.
13:15 - 16:00
ვათვალიერებთ გრანდიოზულ ვარძიის კომპლექსს (XII-XIII სს.). ვარძიის გამოქვაბული მონასტერ–ქალაქი საქართველოს ოქროს ხანაში, თამარ მეფის მეფობისაა გამოკაფული კლდეში. შედგება 13 სართულისგან და 600 მეტი სხვადასხვა დანიშნულების გამოქვაბულისგან. მათ შორისაა მიძინების ტაძარი სრულად შემორჩენილი თანადროული ფრესკებით. განსაკუთრებთ საინტერესოა თამარ მეფის ფრესკა რომელიც მის ცხოვრებაშივე დაიხატა.
16:00 - 18:00
სადილობის დრო.
18:00 - 19:30
გავემგზავრებით ახალციხეში, სადაც სასტუმროში მოვეწყობით და დავისვენებთ. თავისუფალი დრო საღამოთი.
დღე 2 - ახალციხე, ბორჯომი
სასტუმრო: N/A
09:00 - 10:30
საუზმის შემდეგ სასტუმროში ვათვალიერებთ ქალაქ ახალციხის ისტორიულ ნაწილს ე.წ. რაბათს. ახლაციხე საუკუნეების განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის საერისთავოს დედაქალაქი და მთავარი ციხე–სიმაგრე იყო. დღეს ეს ციხე სიმაგრე აღდგენილია და სახელი რაბათი თურქეთის დაპყრობის დროიდან (XVI-XIX სს.) შემორჩა. აქვეა შესანიშნავი მუზეუმი.
11:30 - 12:15
ვათვალიერებთ აწყურის ციხე–ქალაქის ნანგრევებს. აწყური (XI ს.) მდინარე მტკვრის პირას კლდოვან ბორცვზეა განლაგებული და ნანგრევებშიც კი შთამბეჭდავია. აქვეა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის დიდებული ნანგრევები.
13:00 - 14:30
გავისეირნებთ ქალაქ ბორჯობში რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით. ბორჯომი ულამაზეს ხეობაში მდებარეობს, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. აქაური სილამაზით არაერთი გამოჩენილი ადამიანი აღფრთოვანებულა, მათ შორისაა დიდი რუსი კომპოზიტორი რომელიც ამ ხეობას ყველაზე ლამაზად მიიჩნევდა.
14:30 - 16:00
სადილობის დრო.
17:00 - 17:45
ტიმოთესუბნის ეკლესიის (XII-XIII სს.) დათვალიერება. არქიტექტურულად შედარებით სტანდარტული ტაძარი შესანიშნავია თავისი ფრესკებით. კედლის მხატვრობა თამარის ეპოქას ეკუთვნის და ერთ–ერთი საუკეთესოა მთელს საქართველოში. მონასტერი მყუდროდაა განლაგებული ულამაზეს უღრან ტყეში.
17:45 - 20:00
დაბრუნება თბილისში.
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
მუზეუმის ბილეთები
ტრანსპორტირება
ღამისთევა სასტუმროში

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza