1 დღე
36 ლარიდან (14.63 USD-დან)
ექსკურსია – კახეთის ციხე ქალაქები
სათავგადასავლო, კულტურულ–საგანმანათლებლო, ლაშქრობა (საშუალო სირთულის), არქიტექტურა
ექსკურსიის განმავლობაში მოვინახულებთ კახეთის მხარეში მდებარე ისტორიულ ციხე–ქალაქებს: უჯარმა (III-IX სს.), ბოჭორმა (X-XI სს.) და კვეტერა (X ს.). ბოჭორმის (ასასვლელი სიმაღლეში 300 მეტრი, მანძილი 1.5 კმ.) და კვეტერას (ასასვლელი სიმაღლეში 100 მეტრი, მანძილი 1 კმ.) დასათვალიერებლად საჭირო იქნება საშუალო სირთულოს ლაშქრობა. პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:45 - 09:00
გამგზავრება თბილისიდან
10:00 - 10:45
უჯარმის დათვალიერება. ციხე–ქალაქი უჯარმა ერთ–ერთი უძვლესი და უმნიშვნელოვანესია ქართლ–კახეთის ისტორიაში. ჯერ კიდევ III საუკუნეში ჩვ. წ. აქ ციხე სიმაგრე იდგა, ხოლო მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა (V ს.) ციხე გააფართოვა და თავის რეზიდენციათ გახადა. უჯარმა მდინარე ივრის პირას, უღრან ტყეში დგას. აქედან იშლება ლამაზი ხედი ივრის ხეობაზე.
10:45 - 12:30
ციხე–ქალაქ ბოჭორმის დათვალიერება. კახეთის სამეფოს ერთ–ერთი უძლიერესი ცხიე–ქალაქი ბოჭორმა პირველად X საუკუნეში არაბთა შემოსევებთან დაკავშირებითაა მოხსენიებული. განლაგებულია ივრისპირა ბორცვზე, როგორც გვირგვინი. დღეს შემორჩენილია საფორთიფიკაციო ნაგებობის დიდი ნაწილი და რაც მთავარია X საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. უჩვეულო, ექვსაფსიდიანი ეკლესია, ნაგებობა დაზიანებულია, მაგრამ მასში შემორჩენილია შესანიშნავი ფრესკები.
12:30 - 14:00
სადილობის დრო.
15:15 - 17:00
კვეტერას ციხე–ქალაქის დათვალიერება. X საუკუნეში კვეტერა კახეთის უძლერეს ციხე–ქალაქთა შორისაა. X–XI საუკუნეში კახეთის მეფეთა რეზიდენციაა. კვეტერას მცირე ზომის გუმბათიანი ტაძარი (X საუკუნის პირველი ნახევარი) ყველაზე დეკორატიულია მთელს კახეთის არქიტექტურაში და მისი ზომებიდან და მორთულობიდან გამომდინარე შესაძლოა მხოლოდ მეფისა და მის ოჯახის წევრების სალოცავს წარმოადგენდა.
17:00 - 19:00
თბილისში დაბრუნება.
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza