3 დღე
? ლარიდან (0 USD-დან)
3 დღიანი ღვინის ტური
ღვინის ტური, კულტურულ–საგანმანათლებლო, არქიტექტურა
არქეოლოგიურად დამტკიცებულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ზოგიერთი ღვინის სახეობა ნაპოვნი იყო ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე–6 საუკუნეში. დრესაც კი, არსებობს 5 ათასზე მეტი ყურძნის სახეობა, რომელიც ევროპის სახეობებზე მეტია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ღვინის დამზადების წესი განსხვავდება ევროპულისაგან.
ტურის განმავლობაში ჩვენ ვესტუმრებით რამოდენიმე მევენახეობას და რა თქმა უნდა, გზაზე მოვინახულებთ მშვენიერ ისტორიულ და კულტურულ მონუმენტებს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
დღე 1 - თბილისი, მცხეთა, შატო მუხრანი.
დღის პირველ ნაწილს გავატარებთ ზოგიერთი საინტერესო ადგილის მონახულებაში თბილისში და მცხეთაში: ძველი, დედაქალაქის ისტორიული ნაწილი, მისი მშვენიერი სახლებით და ვიწრო ქუჩებით: ციხე–სიმაგრე ნარიყალა (III-XVIII სს.), ეკლესიები მეტეხი (XIII ს.), სიონი (V-XVII სს.) და ანჩისხატი (VI ს.) და რა თქმა უნდა რომელიმე მუზეუმი – ისტორიული, არქეოლოგიური ან ნაწიონალური. შემდგომ გავეშურებით პატარა ქალაქ მცხეთისკენ. აქ მოვინახულებთ საქართველოში ყველაზე წმინდა ეკლესიებს: სვეტიცხოველი (IV ს.-1029 წ.), სადაც საქართველოს მონარქები იკურთხებოდნენ, ასევე აქ ბაგრატიონთა დინასტიის საგვარეული საფლავებია. შემდეგ მონასტერი ჯვარი (586-607 წ.; წმინდა ჯვრის მონასტერი) რომელიც დგას მთაზე და მისგან მშვენიერი პეიზაჟი იშლება, ასევე იგი წარმოადგენს ქართული კლასიკური ერის ხელოვნების ნაშრომს; ჩვენი გზის მიმავალი ექსკურსია დასრულდება სამთაბროში (IV-XI სს.). სამივე მცხეთის მონუმენტი შეტანილია მსოფლიოს მემკვიდრეობის, UNESCO-ს სიაში. შემდგომ, ღვინის ქარხანა მუხრანი სადაც შემძლებთ სადილს. შატო მუხრანი შეიძლება ჩაითვალოს პირველ მეღვინეობად რომელიც შექმნილია ევროპული სტილით კავკასიაში. ერთ–ერთი სამეფო საგვარეული დინასტიის წარმომადგენელმა გადაწყვიტა ეწარმოებინა ევროპული ღვინო ქართული ყურძნით. ამ იდეამ გაამართლა და მიიღო კიდევაც უამრავი ჯილდო ევროპის მაშტაბით. დღესაც კი ეს ღვინოები უმაღლესი ხარისხისაა და წარმოებაშია ჩართული. ჩვენ შევძლებთ დავაგემოვნოთ ყველა მუხრანის ღვინო. ვრჩებით თბილისში.
სასტუმრო: დეტალები
დღე 2 - მეღვინეობა "ხარება" ყვარელთან; გრემი, ალავერდი და ნეკრესი.
შემდეგი ორი დღე, ჩვენ ვესტუმრებით კახეთს, საქართველოს ყველაზე თვალსაჩინო რეგიონს მეღვინეობაში, განსაკუთრებით ალაზნის ველს. გზა ძალიან ლამაზია და მის გაყოლებაზე იქნება საინტერესო ადგილები სადაც ჩვენ გავჩერდებით: ნეკრესი – მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ერთადერთი IV–ე საუკუნის შენარჩულებული ეკლესიაა: გრემი (XVI ს.) და დიადი ალავერდის ტაძარი (XI ს.), წარმოადგენენ საქართველოს მრავალფეროვან არქიტექტურულ ხელოვნებას კახური არქიტექტურის მხრივ. მივალთ პატარა ქალაქ სიღნაღი. შემდეგ მოვინახულებთ მეღვინეობა ხარებას, რომელსაც საკუთრებაში აქვს უზარმაზარი ღვინის სარდაფი მთაში (დაახლოებით 7 კმ. სიგრძეში) და ლამაზადაა განლაგებული მთაზე და გადაჰყურებს ლამაზი ხედით ალაზნის ველს. გიდი მოგიყვებათ ბევრ საინტერესოს კახურ ღვინოებზე. ჩვენ დავაგემოვნებთ ამ მეღვინეობის შესანიშნავ ღვინოებს და აქვე შეგვიძლია ვისადილოთ. ვჩერდებით სიღნაღში.
სასტუმრო: სასტუმრო ,,სიღნაღი" დეტალები
დღე 3 - სიღნაღი, მეღვინეობა "ფაზანის ცრემლები"
სიღნაღი ასევე განლაგებულია კახეთში. სიღნაღი წარმოადგენს XVIII საუკუნის გამაგრებული ქალაქის შესანიშნავ მაგალითს, რომელიც ლამაზადაა განლაგებული ხედით ალაზნის ველზე და დიდი კავკასიის მთებზე. მოვინახულებთ მუზეუმს სადაც შენახულია ორი ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატები, ფიროსმანი და გუდიაშვილი. მუზეუმის შემდეგ ვისადილებთ ახლო მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“. ამ მეღვინეობაში ღვინო მზადდება მხოლოდ ქართული ყურძნის ჯიშებისგან და ქართული ტექნოლოგიებით. უკანა გზაზე გავჩერდებით კიდე რამოდენიმე საინტერესო ობიექტზე: მონასტერი ბოდბე (IV-XIX სს.) და ციხესიმაგრე, ტაძარი ნინოწმინდა (VI ს.).
სასტუმრო: N/A
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
აეროპორტის ტრანსფერი (ორივე მიმართულებით)
გიდი
ტრანსპორტირება
სასტუმრო დილის საუზმით
ღვინის დეგუსტაცია

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza