1 დღე
40 ლარიდან (16.26 USD-დან)
თბილისის მუზეუმები
კულტურულ–საგანმანათლებლო, მუზეუმები
ექსკურსიის ანმავლობაში დავათვალიერებთ თბილისი სამ უმთავრეს მუზეუმს: ხელოვნების და არქეოლოგიის მუზეუმებს, ნაციონალური გალერეას და დღეს დავასრულებთ მთაწმინდის პარკში. პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.


ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
10:45 - 11:00
შევიკრიბებით თავისუფელბის მოედანზე, სკვერში.
11:00 - 12:30
ვეწვევით შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდს. აქ უმეტესად წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვენების შედევრები – ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქრის უმდიდრესი კოლექცია, საეკლესიო ნივთები და საერო სამკაულები. თუ ჯგუფი იქნება 10 კაცზე მეტი, შეშვებული იქნებიან მუზეუმში 10 კაციანი ოდენობით ნაწილ–ნაწილ.
13:00 - 14:30
ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიული (არქეოლოგიური) მუზეუმის დათვალიერება. ამ მუზეუმში უმეტესად წარმოდგენლია ქრისტეანობამდელი და შუა საუკუნეების საერო დანიშნულების არტეფაქტები. აგრეთვე ვეწვევით ამავე შენობაში განთავსებულ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს.
15:00 - 16:00
დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ორი კოლექციაა – მუდმივი და ცვალებადი. მუდმივ კოლექციაში ძირითადად სამი მხავტრისა ერთი მოქანდაკის ნამუშევრებია წარმოდგენილი – ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და იაკობ ნიკოლაძე. ცვალებად კოლექციაში ყოველთვის ხდება ექსპოზიციის ცვლილება. ამიტომ მუზეუმის დათვალიერებისას სასიამოვნო მრავალფეროვნება გელით.
16:30 - 18:30
ამ დღეს დავასრულებთ მთაწმინდის პარკში. პარკში ავალთ ფუნიკულიორით. პარკიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელს ქალაქზე და უღრუბლო ამინდში კავკასიონის მთებიც კი მოჩანს. აქ ბევრი კაფე და რესტორანია. სადილობისთვის იქნება საკმარისი დრო.
18:30 - 19:00
დაბრუნება თავისუფლების მოედანზე.
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
მუზეუმის ბილეთები
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza