8 დღე
? ლარიდან (0 USD-დან)
თავგადასავალი საქართველოს გარშემო
სათავგადასავლო, კულტურულ–საგანმანათლებლო
ამ ტურის მანძილზე თქვენ მოინახულებთ და დატკბებით საქართველოს მრავალი ლამაზი კუთხით. ჩვენ მოვინახულებთ რამდენიმე პროვინციას. თქვენ ნახავთ არქიტექტურულ ძეგლი, ბუნებრივ ძეგლებს; ჩვენ ავალთ მაღალ და ლამაზ კავკასიონიშ მთებზე, თქვენ გასინჯავთ ქართული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს და რა თქმა უნდა გასინჯავთ მსოფლიოში ცნობილ ღვინოებს მეღვინეობებში. ერთ დღეს დავუთმობთ საქართველოს დედაქალაქს – თბილისს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ქალაქის ტურის მოწყობა. ყველა ამ დღის მანძილზე პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და განახებთ ბევრ საინტერესოს.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
დღე 1 - დახვედრა.
სტუმრების შეხვედრა აეროპორტში და მათი ტრანსფერი პატარა ქალაქ ბორჯომის სასტუმროში.
სასტუმრო: დეტალები
დღე 2 - ბორჯომი.
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავისეირნებთ ბორჯომის პარკში. შემდეგ წავალთ უზარმაზარ, მთაში გაკეთებულ მონასტერში – ვარძიაში (XII-XIII სს.), რომელიც შედგება 13 სართულისაგან და 6 ათასზე მეტ გვირაბისაგან. ვარძიის შემდეგ გავჩერდებით ქალაქ ახალციხეში, სადაც ჩვენ ვისადილებთ. შემდეგ ჩვენ მოვინახულებთ შუასაუკუნოვან ახალციხის ციტადელს, ეგრედწოდებულ რაბათს და ლამაზ მუზეუმს, რუმელიც მის შიგნით მდებარეობს. დაახლოებით საღამოს 7 საათზე ვბრუნდებით ჩვენს სასტუმროში და გვაქ თავისუფალი დრო საღამოს.
სასტუმრო: დეტალები
დღე 3 - ქუთაისი.
საუზმის შემდეგ სასტუმროში ჩვენ წავალთ საქართველოს ძველ დედაქალაქ ქუთაისში. გზაში ჩვენ შევჩერდებით უბისას მონასტერში (IX ს.) რომელიც ცნობილია თავისი ვიზანტიური ფრესკებით, პალეოლოგთა სამეფო დინასტიიდან. აქვე ჩვენ ვნახავთ კავკასიონის რეგიონში ყველაზე ლამაზ გამოქვაბულს – პრომეთეის გამოქვაბულს (დაახლოებით 2 კმ. სიგრძეში და ლამაზი განათებით), შემდეგ ვისადილებთ რესტორანში. სადილის შემდეგ მოვინახულებთ ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ მონასტერს საქართველოს ისტორიაში – გელათს (XII ს.) – რომელიც განთქმულია თავისი არქიტექტურით, ფრესკებით, მოზაიკებით და სხვა შუასაუკუნოვანი არტეფაქტებით, რომლებიც აქ იქმებოდა და ინახებოდა საუკუნეების მანძილზე, გელათი ასევე შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის უნესკოს სიაში. დაახლოებით საღამოს 7 საათზე წავალს ქუთაისის სასტუმროში და გვექნება თავისუფალი დრო საღამოს.
სასტუმრო: დეტალები
დღე 4 - სტეფანწმინდა
სასტუმროში საუზმის შემდეგ ჩვენ გავეშურებით მთიან რაიონ ხევში, ქალაქ სტეფანწმინდაში (1700 მ. ზღვის დონიდან), რომელიც განლაგებულია მაღალ და ლამაზ კავკასიონის მთებში, გარშემორტყმული უმაღლესი მწვერვალებით. ჩვენ გავჩერდებით მინიმუმ ორჯერ: თავიდან ვეწვევით ერთ–ერთი ყველაზე ძველ ქალაქს რომელიც შენარჩუნდა კავკასიონში – უფლისციხე (2 ათასწლეული ჩ.წ.ა–ე – 18 სს.) – თითქმის სრულიად ნანგრევებში მაგრამ ძალიან ეფექტური და საინტერესო, უფლისციხის შემდეგ ვისადილებთ რესტორანში. გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას სტეფანწმინდაში და შუა გზაზე გავჩერდებით ლამაზ სოფელ – ანანურთად. ანანურის კომპლექსი (XVI-XVII სს.) შუა საუკუნოვანი საქართველოს არქიტექტურის ერთ–ერთი ბოლო შედევრია. დაახლოებით საღამოს 7 საათზე ვიქნებით სტეფანწმინდაში.
სასტუმრო: სასტუმრო სახლი ,,თერგი" დეტალები
დღე 5 - სიღნაღი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ჩვენ მოვინახულებთ ეკლესიას და მონასტერს გერგეთის სამებას (14 ს.), რომელიც განლაგებულია 2000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ხედით სტეფანწმინდაზე. შეუძლებელია უფრო შესაბამისი ადგილის მოძებნა, რომელიც ხაზს უსვამს რელიგიურ ასკეტიზმს და რწმენას.ეკლესიის გარდა, ესაა შესანიშნავი მაგალითი ქართული შუასაუკუნოვანი ხელოვნებისა, გერგეთის სამება ასევე საუკუნეების მანძილზე იყო ადგილი სადაც ინახებოდა ქართულის მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმინდე – წმ. ნინოს ჯვარი. შემდეგ ჩვენ წავალთ ქალაქ მცხეთაში, ძველი ქართული იბერიის სამეფოს დედაქალაქი, დღესდღეობით კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დედაქალაქი. ჩვენ ვისადილებთ მცხეთის რესტორანში. სადილის შემდეგ მოვინახულებთ სამ ძეგლს: ცვეტიცხოვლის ტაძარს (1029 წ.), ქალთა მონასტერ სამთავროს (4–11სს.) და ჯვრის მონასტერს (586–87 – 605–07წწ.). იმის გარდა, რომ ისინი შესანიშნავი მაგალითებია ქართული ხელოვნებისა, ისინი ასევე უწმინდესი ადგილების მთელ ქვეყანაში. ასევე, ისინი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის უნესკოს სიებში. დაახლოებით საღამოს 7 საათზე განვლაგდებით პატარა ქალაქ სიღნაღის სასტუმროში და საღამოს გვექნება თავისუფალი დრო.
სასტუმრო: სასტუმრო ,,სიღნაღი" დეტალები
დღე 6 - კახეთი
სიღნაღი განლაგებულია საქართველოს პროვინცია კახეთში, რეგიონი ცნობილია იმით, რომ წარმოადგენს ღვინის წარმოშობის ადგილს მთელს საქართველოში. თვითონ სიღნაღი წარმოადგენს 18–ე საუკუნის გამაგრებული ციხე–სიმაგრის მშვენიერ მაგალითს, რომელიც სრულად შემოინახა და განლაგებულია მაღალ მწვერვალზე, ხედით ალაზნის ველზე და დიდ კავკასიონზე. სასტუმროში საუზმის შემდეგ პატარა ექსკურსია ქალაქში და მის მუზეუმში. სიღნაღის შემდეგ ჩვენ გავეშურებით ღვინის ქარხანაში, სადაც გავსინჯავთ რამოდენიმე ღვინის შესანიშნავ სახეობას, აქვე ვისადილებთ. სადილის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში და გზაში გავჩერდებით მხოლოდ 2–ჯერ, მონასტერ ალავერდში და ჭავჭავაძეების სახლ–მუზეუმში წინანდალში. დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოვალთ თბილისში, ტრანსფერი სასტუმროში და თავისუფალი დრო საღამოს.
სასტუმრო: სასტუმრო ,,სიღნაღი" დეტალები
დღე 7 - თბილისი
თავისუფალი დღე თბილისში. თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ ეს დღე ისე როგორც თქვენ მოგინდებათ, ჩვენ კომპანიას შეუძლია მოაწყოს ნახევარდღიანი ექსკურსია ქალაქის მუზეუმებში. ჩვენ ასევე მოგცემთ რჩევებს ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე: მაღაზიებზე, ღირსშესანიშნაობები, სუვენირები, რესტორნები და ა.შ.
სასტუმრო: დეტალები
დღე 8 - გამგზავრება
გამგზავრების დღე. საუზმის შემდეგ სასტუმროში ტურისტების ტრანსფერი აეროპორტში.
სასტუმრო: N/A
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
აეროპორტის ტრანსფერი (ორივე მიმართულებით)
გიდი
მუზეუმის ბილეთები
ტრანსპორტირება
სასტუმრო დილის საუზმით

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza