საკათედრო ტაძარი და ალავერდის მონასტერი (XI ს.). ალავერდი წარმოადგენს ქართული არქიტექტურის უმაღლეს მიღწევას. ამასთანავე, ეს მონუმენტური ნაგებობა გვაოცებს თავისი სიმარტივით. მონასტერი ნეკრესი, მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ აქ შენარჩუნდა 4–ე საუკუნის ეკლესია მთელ საქართველოში; გრემის ციტადელი (XVI ს.) და ალავერდის მშვენიერი ტაძარი (XI ს.). თავის დროს გრემი იყო კახეთის სამეფოს დედაქალაქი. წარსული დიდებულებისაგან დარჩა ციტადელი და არქანგელების ტაძარი შესანიშნავი ფრესკებით. გრემი ამაყად დგას ხედზე რომლიდანაც ჩანს ულამაზესი ალაზნის ველი. ექსკურსიას ვამთავრებთ ღვინის მარანში ყვარელთან, ე.წ. ყვარელის გვირაბი. ეს გვირაბი გამოტვიფრულია კლდეში და 7 კილომეტრის სიგრძისაა, დღეს დღეობით იგი ღვინის მარანს წარმოადგენს, აქ შეგვიძლია გავსინჯოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო, გავაკეთოთ ჩურჩხელა, გამოვხადოთ ჭაჭა, გამოვაცხოთ კახური შოთი. დაახლოებით საღამოს 7 საათზე დავბრუნდებით თბილისში.