1 დღე
24 ლარიდან (9.76 USD-დან)
ექსკურსია ქვემო–ქართლში
კულტურულ–საგანმანათლებლო, ექსკურსია, არქიტექტურა, მუზეუმები
ექსკურსიის განმავლობაში მოვინახულებთ ქვემო ქართლის მხარის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტებს: ქვემო ბოლნისის სადა ტაძარი (VI ს.), ბოლნისის სიონის ბაზილიკა (478-493 წწ.), წუღრუღაშენის ტაძარი (XIII ს.) და დმანისის ნაქალაქარი (ქვის ხანა – XVIII ს.). ყველგან ტრანსპორტი მიდის ბოლომდე. დმანისის ნაქალაქარში მდებარეობს მუზეუმი რომელიც ფასიანია (0.5–3 ლარი, გიდი 10 ლარი). პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.


ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:45 - 09:00
გამგზავრება თბილისიდან
10:15 - 10:45
ვათვალიერებთ ქვემო ბოლნისის ეკლესიას (VI ს.), რომელიც ერთ–ერთი პირველთაგანია ე.წ სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრებს შორის. ამდაგვარი არქიტექტურული ტიპი მხოლოდ ქართულ ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი.
11:00 - 12:00
ბოლნისის სიონის (478-493 წწ.) დათვალიერება. ადრე–ქრისტიანული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში, დიდებული სამნავიანი ბაზილიკა, საქართველოში უძველესია ზუსტად დათარიღებულ ტაძართა შორის. ფასადზე შემორჩენილია (ქვეყნის ტერიტორიაზე) ყველზე ძველი ქართული წარწერა.
12:15 - 12:45
წუღრუღაშენის ტაძარი (XIII ს.). მდიდრულად მორთული ტაძარი ლაშა გიორგის მეფობის დროინდელი უნდა იყოს. მდებარეობს ტყის პირას, ბორცვზე საიდანაც იშლება შესანიშნავი პანორამა.
13:00 - 15:00
სადილობის დრო. შესაძლოა პიკნიკის მოწყობა ბუნებაში.
15:45 - 17:30
დმანისის ნაქალაქარის (ქვის ხანა – XVIII ს.) დათვალიერება. ისტორიული ციხე–ქალაქი დგას მაღალ ბორცვზე, სამი მხრიდან ღრმა კანიონით გარშემორტყმული. მსოფლიო მნიშვნელობისაა აქ აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანების თავის ქალები, რომლებიც ევრაზიაში უძველესია.
17:30 - 19:00
დაბრუნება თბილისში
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza