1 დღე
21 ლარიდან (8.54 USD-დან)
ერთდღიანი ლაშქრობა კახეთში
სათავგადასავლო, კულტურულ–საგანმანათლებლო, ლაშქრობა (საშუალო სირთულის), არქიტექტურა
ლაშრობის განმავლობაში მოვინახულებთ კახეთის რეგიონიში, გომბორის ქედზე განლაგებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს: კალაურის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი (VIII-IX სს.), ვაჩნაძიანთ ყველაწმინდა ღმრთისმშობლის მონასტერი (VI, VIII-IX სს.), ვაჩნაძიანის წმ. გიორგის ტაძარი (X-XIII სს.), ვაჩნაძიანის ამიდასტური წმ. გიორგის ეკლესია (VI-VII სს.). პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს. ფეხით გასავლელი იქნება 15 კილომეტრამდე, ხოლო სხვაობა ვერტიკალში 800 მეტრამდე.

ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:00 - 08:15
თბილისიდან გამგზავრება
10:00 - 10:15
ჩავდივართ სოფელ კალაურში და ვიწყებთ ლაშქრობას
11:30 - 12:15
3 კილომეტრის გავლის შემდეგ მივადგებით წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის (IX ს.) ნანგრევებს. ტყეში ულამაზესად განლაგებული, მნახველს აღფრთოვანებულს დატოვებს. კომპლექსი შედგება მრავალი შენობისგან, მათ შორის ეკლესიისა და ეპისკოპოსის სასახლისგან.
14:00 - 14:45
კიდევ 3 კილომეტრის შემდეგ მივადგებით ვაჩნაძიანის მონასტერს (VI-IX სს.). მოულოდნელად უღრან ტყეში თვენ დაინახავთ უშველებელ გუმბათიან ტაძარს, ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს რომ ასეთი დიდებული არქიტექტურა ასეთ ადგილას მდებარეობდეს.
15:15 - 16:30
შემდეგ ავალთ იქვე მდებარე (500 მეტრი) წმ. გიორგის მცირე ტაძართან, რომელიც პირდაპირ კონცხზეა განლაგებული (1221 მ.) და უღრუბლო ამინდში აქედან კავკასიონი მთლიანად მოჩანს, მათ შორის მყინვარწვერიც (5033 მ.). აქვე მოვაწყობთ პიკნიკს და კარგად დავისვენებთ.
16:30 - 18:30
დავეშვებით მეორე გზით სოფელ ვაჩნაძიანისკენ (მანძილი არაუმეტეს 8 კილომეტრი), სადაც ტრანსპორტი დაგვხვდება.
18:30 - 20:30
თბილისში დაბრუნება
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza