1 დღე
24 ლარიდან (9.76 USD-დან)
ექსკურსია კახეთში
კულტურულ–საგანმანათლებლო, ექსკურსია, ლაშქრობა (იოლი), არქიტექტურა
ექსკურსიის განმავლობაში მოვინახულებთ კახეთის მხარის უმნიშვნელოვანეს გამოქვაბულ მონასტრებს: წმ. დავით გარეჯელის ლავრა (VI-XVIII სს.), უდაბნოს მონასტრტი (IX-XVIII სს.) და წმ. იოანე ნათლისმცმელის მონასტერი (VI-XVIII სს.). გამოქვაბულების დასათვალიერებლად საჭირო იქნება მსუბუქი ლაშქრობა: 3–4 კილომეტრი ჯამში, სხვაობა ვერტიკალში 300 მეტრი. პროფესიონალი გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ ბევრ საინტერესოს.


ტურის ფოტოები
ტრანსპორტი:    
08:00 - 08:30
გამგაზვრება თბილისიდან. გარეჯის მონასტრები ნახევრად უდაბნოში მდებარეობს. ეს ადგილები ძალიან კონტრასტულია დანარჩენი საქართველოსგან სადაც უმეტესად ტყიანი და წყალუხვი ლანდშაფტებია.
10:15 - 11:00
გარეჯში ბევრი მონასტრებია, მაგრამ მონასტრებს აქ ერთ–ერთი ასურელი მამა აარსებს VI საუკუნეში. ყველაზე პირველი და ძველი სწორედ წმ. დავითის ლავრაა, სადაც თვითონ წმ. მამაა დაკრძალული.
11:00 - 13:30
შემდეგი არის უდაბნოს მონასტერი (IX-XVIII სს.). აქ იოლი ლაშქრობა იქნება საჭირო. უდაბნოს მონასტერში 100–ზე მეტი სამონასტრო დანიშნულების გამოქვაბულია და რაც მთავარია ამ გამოქვაბულებში მრავლადაა IX-XIV საუკუნეების შესანიშნავი ფრესკები. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება.
13:30 - 15:00
სადილის დრო. მოვაწყობთ პიკნიკს ბუნებაში.
18:30 - 18:30
ბოლოს მოვინახულებთ ნათლისმცემლის მონასტერს (IX-XVIII სს.). ეს მონასტერიც უძველესია და ჯერ კიდევ წმ. დავითის სიცოცხლეში VI საუკუნეში დაარსდა. აქაც მრავლადაა შენარჩუნებული ფრესკები. ეფექტურია მთავარი ტაძარი, რომელიც გარეჯის გამოქვაბულ ტაძრებში უდიდესია.
18:30 - 20:30
დაბრუნება თბილისში.
რეკომენდებული სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

ტურში შედის
გიდი
ტრანსპორტირება

მოთხოვნა ჯავშანზე გაგზავნილია. დაგიკავშირდებით უახლოეს დროში


  გავეცანი და ვეთანხმები წესებს და პირობებს
 

ფასი: - ლარი (- USD)
ფასი თითო კაცზე: - ლარი (- USD)

დაგვიკავშირდით
თბილისი, ირაკლი აბაშიძის 42
+995 32 2 42 50 05/+995 591 01 11 39/33
info@likegeorgia.ge
http://likegeorgia.ge/
მოგვწერეთ
 
© 2018 LikeGeorgia
Coded by Stichoza